მესის 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
"ბარსელონას" არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესისა და მის მამას, ხორხე მესის, სასამართლომ 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას, El Periodico de Catalunya-ზე დაყრდნობით, წამყვანი ესპანური გამოცემები ავრცელებენ.
საქმე 2007-2009 წლებში გადასახადების დამალვას ეხება. ცოტა ხნის წინ, მესიმ განაცხადა, რომ ის კონტრაქტს არც უყურებს, ხელს ისე აწერს, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და არგენტინელს საპატიმრო სასჯელი შეუფარდა. გარდა ამისა, მესის 4.1 მილიონი ევროს გადახდაც მოუწევს.
კატალონიური Sport-ის ცნობით, არაა გამორიცხული, მესიმ სასჯელი არასაპატიმრო წესით მოიხადოს. ეს ნიშნავს, რომ არგენტინელი ციხეს გადაურჩება და ის "ბარსელონაში" თამაშს განაგრძობს. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 49 ]