ჩავი: "გამიხარდება, თუ სუარესი 6 ნომერს აიღებს"

ჩავი: "გამიხარდება, თუ სუარესი 6 ნომერს აიღებს"

"ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი იმედს გამოთქვამს, რომ კატალონიური გუნდის ახალწვეული დენის სუარესი 6 ნომრიან მაისურს აირჩევს და "ბარსაში" წარმატებასაც მიაღწევს.

"გამიხარდება, თუ სუარესი 6 ნომერს აიღებს. ვიცი, რას ნიშნავს, იყო ახალგაზრდა და ირიცხებოდე პირველ გუნდში. დენისს ყველანაირ წარმატებას ვუსურვებ."

ჩავიმ ლიონელ მესისა და მისი სასამართლოს შესახებაც ისაუბრა: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მინდა, პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. მესი კვლავ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არ მინდა, რომ ლეომ კლუბი დატოვოს. მას კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს და ვხედავ, რომ ის "ბარსელონაში" ბედნიერია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივლისი 2016 11:45
    0
    თუ ვინმე არ გამოხტა მე მინდა 6 ნომერიო