"ბარსელონამ" თურანი ტრანსფერზე დააყენა
მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" საბოლოოდ გადაწყვიტა თურქი ნახევარმცველი არდა თურანი გაყიდოს და ის ტრანსფერზე დააყენა.
"ბარსელონამ" თურანი გასულ ზაფხულში, "ატლეტიკოდან" იყიდა. კატალონიელებმა ფეხბურთელში 34 მილიონი ევრო გადაიხადეს. შეთანხმება დამატებით 7 მილიონის გადახდის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
თურანმა, FIFA-ს ბანის გამო, თამაშის უფლება მიმდინარე წლის იანვარში მოიპოვა და მან მასზე დამყარებული იმედები აშკარად ვერ გაამართლა. ცნობილია, რომ 29 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში" დარჩენა სურს, მაგრამ კლუბმა მისი გაყიდვა მაინც გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან არდას 25 მილიონ ევროდ შეელიონ.
ცნობილია, რომ თურანის შეძენის სურვილს "არსენალი", "გალათასარაი" და "ფენერბაჰჩე" გამოთქვამენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]