რატომ ტერ შტეგენი და არა ბრავო?

რატომ ტერ შტეგენი და არა ბრავო?

კატალონიური Sport იმ მიზეზებს არჩევს, რომელთა გამოც, "ბარსელონას" წარმომადგენლები მზად არიან კლაუდიო ბრავოს შეელიონ, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს - არავითარ შემთხვევაში.

"ბარსელონაში" დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ, რომ ვიქტორ ვალდესი ტერ შტეგენს უნდა შეეცვალა. გერმანელი მეკარის ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობის გამო, კატალონიელებმა ის მხოლოდ 2014 წელს შეიძინეს. იმის გამო, რომ ფეხბურთელი საბოლოოდ მომწიფებული ჯერ კიდევ არ იყო, "ბარსამ" გამოცდილი კლაუდიო ბრავოც დაიმატა, რომელიც გუნდის პირველი მეკარე გახდა.

გასულ ზაფხულში, "ბარსელონას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერ შტეგენს კიდევ ერთი წლით მოცდა მოუწევდა. ეს ერთი წელიც გავიდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრავოს შეძენის სურვილს "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გამოთქვამს. კატალონიელ სპეციალისტს ტერ შტეგენიც მოსწონს.

"ბარსელონას" პოზიცია ასეთია - 24 წლის ტერ შტეგენი არ იყიდება, რადგან ის გუნდის მომავალია. ბრავოს ტრანსფერზე მოლაპარაკება კი შესაძლებელია. კატალონიელები მზად არიან 33 წლის ჩილელი მეკარე 20 მილიონ ევროდ გაყიდონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lionel andres mesi
    სტუმარი [?]
    #9 13 ივლისი 2016 17:53
    0
    ბრავო ჯობია wink
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #8 13 ივლისი 2016 15:15
    0
    ტერ შტეგენიიი angry angry
    messidze
    სტუმარი [?]
    #7 13 ივლისი 2016 09:47
    0
    ციტატა: ravicierti
    დრო მოვიდა შტეგენი დადგეს!!ბრავო სკამზე.თუ 20 მილიონს გვთავაზობს სიტი მაშინ გაყიდონ ჯობია.ამხელა ფულს ვერ ვიშოვით

    მართალია შტეგენი 1 სრულ სეზონშ ისე განვითარდება ბრავოს აჯობებს. თუმცა ახლა ვერ ჯობია მარტო გამოუცდელობის გამო
    magila777
    სტუმარი [?]
    #6 13 ივლისი 2016 09:31
    0
    mec brat getanxmebi sruliad.imena meshinia eg ro karshi dgas,valdesivit gamoxtomebi aq zogjer,saimeddoba aklia.
    gogsadze
    სტუმარი [?]
    #5 12 ივლისი 2016 19:23
    0
    ტერ შტეგენი მსოფლიო დონის მეკარეეა და ამაში დარწმუნდება ყველა
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    სტუმარი [?]
    #4 12 ივლისი 2016 19:23
    0
    ციტატა: graciasxavi6
    ეე სკამზე არ გვინდა მეკარე რო რამე?/ თუმცა მეცოდება ბრავო სკამზე

    ეგრე შტეგოც ცოდოა სკამზე,არაფერი დაშავდება ბრავო თუ სკამზე დაჯდება გამოცდილი მეკარე გვყავდეს სათადარიგოზე ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია
    10 leo
    სტუმარი [?]
    #3 12 ივლისი 2016 17:53
    0
    ბრავო არარის გასაშვები მაგრამ მარკს არასაკმარისი დრო აქვს და სხვანაირად არ გამოვა ჯობია 33 წლის მეკარეს შეელიო ვიდრე 24 ის,10-15 მილიონად ყრია მეკარეები თანაც ისეთები რო გამოცდილებაც ექნებათ. ეხლა თუ ბარსას პრობლემააქ ამ პოზიციაზე თავი დამჭერით,რამდენი წელი ვალდესი იყო ძირითადის მეკარე და ერთადერთი შემცვლელი პინტო ყავდა.იყიდონ ალვესი ან რეინა ბოლობოლო და დააგდონ სკამზე რა პრობლემაა?რათქმაუნდა თუ ბრავო არ გაჩერდება სკამზე და არც გაჩერდება დიდი ალბათობით.
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2016 17:48
    0
    Am shtegens bravo mirchevnia
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2016 17:44
    0
    ეე სკამზე არ გვინდა მეკარე რო რამე?/ თუმცა მეცოდება ბრავო სკამზე