"ბარსას" პირველი მეკარე ტერ შტეგენი გახდება
კატალონიის ტელევიზიის (TV3) ინფორმაციით, "ბარსელონას" 24 წლის გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 33 წლის ჩილელ კოლეგას, კლაუდიო ბრავოს კონკურენცია მოუგო და გუნდის პირველი მეკარე სწორედ ის იქნება.
გასულ ორ სეზონში, ბრავო ლა ლიგაში თამაშობდა, ტერ შტეგენი კი - ჩემპიონთა ლიგასა და თასზე. ამ სიტუაციით ბოლომდე კმაყოფილი არცერთი მეკარე არ იყო, რადგან ორივე მათგანს პრიმერასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" ორივე მეკარის შეძენის სურვილი გამოთქვა. კატალონიელების პრიორიტეტი, ასაკისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ტერ შტეგენის შენარჩუნებაა და მათ გერმანელს განუცხადეს, რომ მომავალში გუნდის პირველი მეკარე სწორედ ის იქნება.
რაც შეეხება ბრავოს - მას 2 ალტერნატივა აქვს: ან სათადარიგოს როლს დათანხმდეს, ან გუნდი დატოვოს. "ბარსელონა" მზადაა 33 წლის მეკარე "სიტიში" 20 მილიონად გაუშვას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]