საგადასახადო ინსპექტორი: "მესის ციხე არ ემუქრება"
ესპანეთის საგადასახადო ინსპექტორების კავშირის თავმჯდომარე კარლოს კრუსადო ლიონელ მესის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რადიოსადგურ Cadena Ser-ს ესაუბრა. მან "ბარსელონა" მესის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არგენტინელს ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი სოლიდარობის აქცია იმ ხალხის მხარდაჭერაა, რომლებიც გადასახადებს მალავენ.
მესის 21-თვიანი პატიმრობა იმის გამო შეეფარდა, რომ მან, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების საშუალებით, საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებული თანხები და შესაბამისად გადასახადები დამალა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ მესის ციხე არ ემუქრება, რადგან მისი სასჯელი 2 წელზე ნაკლებია. მან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]