ფერნანდესი : "დუგლასის მომავალი მაღელვებს"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ჟურნალისტებს "ბარსას" მარჯვენა მცველთან, დუგლასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გაუზიარა.
აგერ უკვე 2 წელია, რაც ექს-სანპაოლოელი კატალონიელთა რიგებში ჩაირიცხა. თუმცა ლუის ენრიკეს ხელში მისი მოედანზე ხილვა თითქმის შეუძლებელი გახდა.
"დუგლასი ნიჭიერი ფეხბურთელია და არ მსურს, რომ ყოველთვის სათადარიგოთა შემადგენლობაში ვუყურებდე მას. აუცილებელია, რომ მან ყოველკვირა სათამაშო გამოცდილება მიიღოს."
"ვფიქრობ, რომ ყველაზე მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად ისაა, რომ მან კლუბი შეიცვალოს." - აცხადებს ფერნანდესი.
სპორტულმა დირექტორმა ასევე კომენტარი გააკეთა "ბარსას" ახალწვეულის, სამუელ უმტიტის შესახებ.
"უმტიტი "ბარსას" უკანა ხაზს საკმაოდ გააძლიერებს. მას დიდი შესაძლებლობები გააჩნია, ამავდროულად უნივერსალური მოთამაშეა და სხვადასხვა როლი შეითავსოს." - აცხადებს რობერტ ფერნანდესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]