"არსენალს" ვერმალენის დაბრუნება უნდა
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ბელგიელი ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი, შესაძლოა, ლონდონის "არსენალში" დაბრუნდეს.
ვერმალენი "არსენალიდან" "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა. კატალონიური კლუბის მაისურით მან მხოლოდ 21 თამაში ჩაატარა, რისი მიზეზიც ხშირი ტრავმიანობაა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელს "მილანი", "რომა" და "ვესტ ჰემი" იწვევენ. ფეხბურთელს ინგლისში თამაში ურჩევნია, სადაც მისით, უკვე, მე-2 გუნდიც დაინტერესდა. ყოფილი კაპიტნის დაბრუნებს სურვილი "არსენალმა" გამოთქვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]