ესპანელი ჟურნალისტი: "ბარსელონა" სულელობაში რეკორდებს ამყარებს"
მადრიდული AS-ის ჟურნალისტი სანტი ხიმენესი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას, Qatar Airways-თან გაფორმებული ახალი კონტრაქტის შემდეგ, მკაცრად აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, რომ უფრო მომგებიანი კონტრაქტის გაფორმების ნაცვლად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კატარის ავიახაზებს ძველი პირობების შენარჩუნებაზე და წელიწადში მხოლოდ 36 მილიონის მიღებაზე დასთანხმდა.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას, ხოსეპ მარია ბართომეუს ხელმძღვანელობით, დაპირების შეუსრულებლობაში ვერავინ დაადანაშაულებს. მათ თქვეს, რომ ახალი კონტრაქტი ისტორიაში შევიდოდა და ასეც მოხდა: ასეთი სისულელე აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია.
კლუბმა, რომლის რიგებშიც მესი, ნეიმარი და სუარესი თამაშობენ, მოახერხა, რომ საშინაო და საგარეო ფორმებზე, სავარჯიშო ფორმებზე და "კამპ ნოუზე" რეკლამის განთავსება, ასევე ფეხბურთელების ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა, მხოლოდ 36 მილიონ ევროდ გაყიდა. ეს თანხა მხოლოდ 2-ჯერ აღემატება იმ ციფრს, რომლის სანაცვლოდაც "ბაიერნმა" იგივე კომპანიის რეკლამა სავარჯიშო ფორმებზე დაიტანა.
კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ცხვენოდეს. ისინი შეეცდებიან, საზოგადოება თავიანთი გამოსვლებით შეცდომაში შეიყვანონ. ხალხიც, დაინახავს რა ახალი სტადიონის რამდენიმე მაკეტს, ამაზე წამოეგება. თითქოს, ძველი სკანდალები საკმარისი არ იყო, ახალიც დაემატა. გარდა იმისა, რომ კლუბი სულელურად მოიქცა, გვატყუებენ კიდეც." - დაწერა ხიმენესმა თავის სტატიაში, რომელსაც ქვია "ბარსელონა" სულელობაში რეკორდებს ამყარებს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]