უმტიტი: "ჩემი კუმირები ზიდანი და რონალდინიო იყვნენ"
უმტიტის თქმით მას ძალიან უყვარს შუადღის ძილი: "მიყვარს შუადღით ძილი. ყველაფერს მირჩევნია ვიყო სახლში და ვნებივრობდე სანაპირო, თუმცა ჩემმა შეყვარებულმა კარგად იცის ეს ქალაქი და ვეცდებით, რომ საინტერესო ადგილები მოვინახულოთ."
მან ასევე აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო: "ბავშვობაში, ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. დროთა განმავლობაში, კი დაცვაში გადავინაცვლე. მაშინ ჩემი კუმირები ზინედინ ზიდანი და რონალდინიო იყვნენ. ერიკ აბიდალი ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. იმედი მაქვს, რომ მე და პიკე კარგად გავუგებთ ერთმანეთს."
ინიესტაზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა პასების ხარისხს, ხოლო მესი, ნეიმარი და სუარესი ტოპ კლასის ფეხბურთელებად მოიხსენია.
ბოლოს კი მან იმ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ შეიგრძნო: "როდესაც "ბარსაში" გადმოსვლა გადაწყდა სიხარულის ცრემლებით ვტიროდი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]