მადრიდელმა ჟურნალისტებმა ენრიკე გააბრაზეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, მადრიდელმა ჟურნალისტებმა, ახალი სეზონის პირველივე პრესკონფერენციაზე გააბრაზეს. ეს Marca-სა და Mediaset Espana-ს ჟურნალისტებმა, ჩავი ერნანდესმა და დავიდ ბერნაბეუმ მოახერხეს.
Marca-ს ჟურნალისტმა ენრიკეს ჰკითხა: "მეკარეებსაც ისე უნდა მოექცეთ, როგორ გასულ წელს პედროს მოექეცით, როდესაც მან გუნდი დატოვა?" რაზეც ენრიკემ გაბრაზებულმა უპასუხა: "როგორ მოვექეცი? პედროს წასვლა სურდა და ის წავიდა. მე მას ვუთხარი, რომ მისი შენარჩუნდება მინდოდა, მაგრამ მას წასვლა სურდა. თუ რომელიმე კლუბი ჩვენი მეკარის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის..."
დავიდ ბერნაბეუმ კი ენრიკეს ლიონელ მესის საგადასახადო საქმეზე ჰკითხა და კლუბის მხრიდან ფეხბურთელის მხარდაჭერა გააკრიტიკა. ლუის ენრიკე ჯერ ჩუმად იყო, შემდეგ კი თქვა: "კოსტა რიკაში ვიყავი. უკან ბედნიერი დავბრუნდი და თუ ასეთ კითხვებზე უნდა ვუპასუხო..."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]