"ბარსამ" "ვალენსიას", ბოლო 5 ტრანსფერში, 150 მილიონი გადაუხადა
ბოლო ხუთ ფეხბურთელში, რომელიც "ვალენსიადან" "ბარსელონაში" გადავიდა, კატალონიურმა კლუბმა "ღამურებს" 150 მილიონი ევრო გადაუხადა.
პირველი მათგანი ხერარდ ლოპესი იყო. "ბარსელონას" სკოლის აღზრდილი კატალონიელებმა "ვალენსიადან" 2000 წელს, 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიბრუნეს.
2010 წელს, "ვალენსიადან" "ბარსელონაში" დავიდ ვილია გადავიდა, რომლის ტრანსფერიც 42 მილიონი ევრო დაჯდა.
2 წლის შემდეგ, კატალონიელები შედარებით "იაფად გამოვიდნენ" და მათი კიდევ ერთი აღზრდილი, ხორდი ალბა, "ვალენსიადან" 14 მილიონად დაიბრუნეს.
კიდევ 2 წლის შემდეგ, "ბარსამ" ჟერემი მატიე იყიდა, რომელშიც 20 მილიონი ევრო გადაიხადა.
გუშინ კი, კატალონიელებმა და ვალენსიელებმა ანდრე გომეშის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი, ბონუსების გათვალისწინებით, 50 მილიონი ევრო ჯდება.
საერთო ჯამში, "ბარსელონას" მიერ "ვალენსიასთვის" ამ 5 ფეხბურთელში გადახდილმა თანხამ 150 მილიონი ევრო შეადგინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]