ტელიო "ფიორენტინაში" 7 მილიონ ევროდ გადავა
იტალიური La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენციის "ფიორენტინა" "ბარსელონას" 24 წლის გარემარბის, კრისტიან ტელიოს შეძენასთან ახლოსაა.
ტელიომ "ფიორენტინაში" გასული სეზონის მე-2 ნახევარი გაატარა და ფლორენციელები მისი თამაშით კმაყოფილი დარჩნენ, რის შემდეგაც ფეხბურთელის გამოსყიდვა მოინდომეს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, იტალიური კლუბი "ბარსელონასთან" ტრანსფერის დეტალებს ვერ ათანხმებდნენ. კატალონიელები 8 მილიონს ითხოვდნენ, "იები" კი ამდენის გადახდაზე თანახმანი არ იყვნენ. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ტელიო "ფიორენტინაში", სავარაუდოდ, 7 მილიონ ევროდ გადავა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]