"ბარსელონა" ვიეტოსთვის ბრძოლაში არ ნებდება
კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" 22 წლის არგენტინელი შემტევის, ლუსიანო ვიეტოს დამატების იმედს არ კარგავს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიეტოს "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო. თუმცა, მას შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ფეხბურთელი "სევილიას" უახლოვდება. Cadena SER-ის ცნობით, ვიეტო ანდალუსიურ კლუბში არენდის წესით ითამაშებს და ერთი წლის შემდეგ სევილიელებს მისი 20 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
მცირე შანსების მიუხედავად, "ბარსა" ვიეტოსთვის ბრძოლას არ წყვეტს. თუ Sport-ს დავუჯერებთ, კატალონიელები შეეცდებიან, ფეხბურთელი უახლოეს საათებში დაარწმუნონ, რომ მისთვის "ბარსელონაში" გადასვლა უკეთესია.
"ბარსელონას" წარმომადგენლები ითვალისწინებენ, რომ დიდი შანსია, ისინი, ვიეტოსთვის ბრძოლაში დამარცხდნენ. ისინი აპირებენ ფეხბურთელს ბოლო წინადადებით მიმართონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]