"ბეშიქთაში" მატიეთი დაინტერესებას არ უარყოფს
თურქული "ბეშიქთაშის" პრეზიდენტი ფიქრეთ ომანი არ უარყოფს, რომ მისი კლუბი "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, ჟერემი მატიე შეძენითაა დაინტერსებული.
კატალონიური კლუბის მიერ სამუელ უმტიტისა და ლუკა დინის შეძენის შემდეგ, მათ თანამემამულეს, ჟერემი მატიეს კონკურენტი როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე გამოუჩნდა. ამის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, 32 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონა" დატოვოს.
"მატიე საინტერესო ფეხბურთელია. მას საინტერესო კარიერა ჰქონდა, მაგრამ ამ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი აკავშირებს.
2 სექტემბრამდე სატრანსფერო ფანჯარა ღია იქნება. ჩვენ მხოლოდ ერთი ფეხბურთელით არ ვართ დაინტერესებულნი. ალტერნატივებსაც განვიხილავთ.
"ბარსელონასთან", ისევე, როგორც სხვა კლუბებთან, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ადრიანოს შემთხვევაში, მისი ჩვენთან გადმოსვლაში დარწმუნება გაგვიჭირდა. ყველაფერი თურქეთში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გაართულა. ფეხბურთელის ცოლი შეშინებული იყო. საბოლოოდ, ადრიანომ ჩვენი პროექტის ირწმუნა." - განაცხადა "ბეშიქთაშის" პრეზიდენტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]