"ბარსელონა"-"სელტიკი" - მატჩის წინ
დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ესპანეთის ჩემპიონი, კატალონიის "ბარსელონა", საერთასორისო ჩემპიონთა თასზე გასამართი 3 თამაშიდან პირველს ჩაატარებს. ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე შოტლანდიის საუკეთესო გუნდი "სელტიკი" იქნება.
ერთკვირიანი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, დღეს "ბარსელონას" პირველ გუნდს უკვე საქმეში ვიხილავთ.
ლუის ენრიკეს განკარგულებაში 24 ფეხბურთელია. გუნდს მარტინ მონტოია გამოაკლდა, რომელმაც შეკრება კლუბის ნებართვით დატოვა.
გუნდის ლიდერების უმრავლესობა, რომლებმაც კოპა ამერიკასა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, კვლავ შვებულებაში არიან. თუმცა, გუნდთან ერთადაა ლიონელ მესი.
პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, ლუის ენრიკეს განკარგულებაში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა, ძირითადად, "ბარსა ბ"-დან.
დღეს ერთმანეთს ბრენდან როჯერსი და ლუის სუარესი დაუპირისპირდებიან. "სელტიკის" მწვრთნელი და "ბარსელონას" თავდამსხმელი "ლივერპულში" ერთად მუშაობდნენ.
"სელტიკმა", წინასასეზონო მზადების დროს, ერთი ამხანაგური თამაში უკვე ჩაატარა. "ლესტერთან" გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი შოტლანდიელებმა 5:6 წააგეს.
"ბარსელონას" და "სელტიკს" ერთმანეთთან, აქამდე, 12-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 7-ჯერ მოიგეს და 2-ჯერ წააგეს. ბოლო შეხვედრები ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე შედგა, როდესაც "ბარსამ" შოტლანდიაში 1:0, ხოლო "კამპ ნოუზე" 6:1 მოიგო.
თამაში "ავივას" სტადიონზე გაიმართება, რომელიც 51 ათას გულშემატკივარს იტევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]