სონგი: "მესი გენიოსია"
"ბარსელონადან" ყაზანის "რუბინში" ცოტა ხნის წინ გადასული კამერუნელი ნახევარმცველი ალექს სონგი თავის ყოფილ თანაგუნდელებზე, ლიონელ მესისა და ხერარდ პიკეზე საუბრობს.
"მესი გენიოსია. კრიშტიანუ რონალდუსთან მისი შედარება არ შეიძლება. ლეო სულ სხვა დონეა. ის ადამიანი არაა.
ერთხელ, ჩემპიონთა ლიგაზე, "მილანთან" სტუმრად წავაგეთ. მესი გასახდელში ძალიან გაბრაზებული შემოვიდა და თქვა: "არა უშავს. ჩვენ მათ "კამპ ნოუზე" მოვუგებთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ." განმეორებითი თამაშის დროს, ვიცოდით, რომ მოვიგებდით, რადგან ლეო ძალიან გაბრაზებული იყო. მას სურდა "მილანისთვის" ეჩვენებინა, თუ ვინაა ის სინამდვილეში. შეხვედრის სტარტზე მან გოლი გაიტანა და იტალიელებს ანიშნა, რომ იმ დღეს მათი დღე არ იყო. ამით ყველაფერი დამთავრდა.
რომ იცოდეთ, როგორ უნდა ხოლმე მესის მოგება... ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ის არასდროს ფიქრობს, რომ შეიძლება წააგოს. მას ტიტულების მოგება ყოველთვის სურს. სწორედ ამიტომ მიყვარს ის.
პიკე? ის ბევრს ხუმრობს. მას შეუძლია გასახდელში შენ კარადაში ნებისმიერი რამ დამალოს. მათ შორის, ნაგავიც. წარმოიდგინეთ: კარს აღებ და ყველაფერი ეს კარადიდან ცვივა. ის ყოველთვის რაღაც ახალს იგონებდა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]