კატალონიელმა მსაჯმა "ბარსას" ვარჯიში ერთი საათით გადადო
გუშინ, "ბარსელონას" პირველი გუნდის ფეხბურთელები ხუან გამპერის თასის წინ გასამართი ვარჯიშის ჩასატარებლად ემზადებოდნენ, მაგრამ სესია დაახლოებით ერთი საათით გადაიდო. ამის მიზეზი კატალონიელი არბიტრია.
ალფონსო ხავიერ ალვარეს ისკიერდომ ფეხბურთელებს შესთავაზა, მათთვის, 2016/17 წლების სეზონის წინ ფეხბურთის წესებში დანერგილი სიახლეები გაეცნო და გუნდი ამ შეთავაზებას დათანხმდა.
ცნობისთვის, სწორედ ისკიერდო იმსაჯებს დღეს, გამპერის თასზე, "ბარსელონასა" და "სამპდორიას" შორის გასამართ მატჩში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]