ალბამ, შესაძლოა, სუპერ თასის მატჩი გამოტოვოს
"ბარსელონას" მარცხენა მცველი, ხორდი ალბა, შესაძლოა, არ იყოს მზად "სევილიასთან" გასამართი მატჩისათვის. გავრცელებული ინფორმაცით მას მყესის პრობლემა აქვს.
კატალონიის რადიოს თქმით, გამპერის თასზე ფეხბურთელმა თამაში მუცლის ტკივილის გამო ვერ შეძლო, ახლა კი ამ პრობლემას მყესის პრობლემა დაემატა. ლუის ენრიკეს შეგირდი სეზონის პირველ მატჩს დიდი ალბათობით გამოტოვებს.
ალბას პრე-სეზონის არც ერთი წუთი არ უთამაშია და ლუკა დინი, რომელიც ახლახანს შეიძინა "ბარსელონამ", მის ადგილს დაიკავებს.
ფრანგმა მცველმა პრე-სეზონის განმავლობაში 90 წუთი ითამაშა. 30 "ლივერპულის წინააღმდეგ, 60 წუთი კი "სამპდორიას" წინააღმდეგ. ამ პოზიციის გამაგრება ასევე შეუძლიათ მატიესა და ხუან კამარას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]