ენრიკე: "მუნირით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თავდამსხმელის დამატებას არ გამოვრიცხავ"
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, "სევილიასთან" გამართული მატჩის შემდეგ, თავდამსხმელის შესაძლო დამატებაზე საუბრობს.
"კმაყოფილი ვარ როგორც მუნირით, ასევე მთელი გუნდით. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელებისგან შედგება, მაგრამ თუ გაძლიერების საშუალება იქნება, კიდევ ერთ თავდამსხმელს დავიმატებთ.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 15 დღეა და არც ვინმეს დამატებაა გამორიცხული და არც წასვლა.
თავდამსხმელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმატებთ, თუ ტრანსფერი ლოგიკური იქნება და ფეხბურთელს გონივრული ფასი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის ვიყიდით."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]