ინიესტას 2 კვირა გაუცდება, მატიეს - 3
ესპანეთის სუპერ თასზე "სევილიასთან" გამართულ პირველ მატჩში ანდრეს ინიესტასა და ჟერემი მატიეს მიერ მიღებული ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ ფეხბურთელებს ლა ლიგის პირველი თამაშების გამოტოვება მაინც მოუწევთ.
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის კაპიტანს, ანდრეს ინიესტას 2 კვირა გაუცდება, ხოლო ჟერემი მატიეს - 3 კვირა.
ფეხბურთელები "სევილიასთან" განმეორებით მატჩს, ასევე პრიმერაში "ბეტისთან" და "ბილბაოსთან" გასამართ დაპირისპირებებს გამოტოვებენ. მატიე ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ესპანელი და ფრანგი ფეხბურთელები "ბარსელონას" 10 სექტემბერს, "დეპორტივოსთან" გასამართ დაპირისპირებაში დაუბრუნდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]