ლუის ენრიკე: "ტიტული დავიმსახურეთ"

ლუის ენრიკე: "ტიტული დავიმსახურეთ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში (3:0) "სევილიას" დამარცხებისა და ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

"ძლიერ მოწინააღმდეგესთან დიდებულ გამარჯვებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით მსიამოვნებს ის, რომ 2 თამაშში არცერთი გოლი არ გავუშვით. ეს ყველაფერი ფეხბურთელების ძალიან ინტენსიური თამაშის შედეგია. ტიტულის მოგება დავიმსახურეთ.

ახლა ფოკუსირება ჩემპიონატის გახსნით მატჩზე უნდა მოვახდინოთ, რომელშიც ტიტულის დაცვას შევეცდებით.

ძალიან კმაყოფილი ვარ თურანის თამაშით. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმით, რომ მას შეტევაში კარგად თამაში შეუძლია. აი მასკერანოს ტრავმა კი საქმეს ცოტა გვირთულებს.

რამდენიმე სასტარტო ფეხბურთელი სათადარიგოზე დავტოვე, რადგან წინ ისეთი ხანგრძივლი სეზონია, რომ ყველა მოთამაშე მჭირდება. ყველა მათგანი ფორმაში უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს მაღალ მოთხოვნებს, რათა ჩვენ მიზნებს მივაღწიოთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    tagi
    სტუმარი [?]
    #7 18 აგვისტო 2016 19:29
    0
    წელს ხარისხიანად გავძლიერდით, დიდი ხანია ერთად ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელები არ შეგვიძენია, იმედია ყველა ტურნირს კიდე ერთხელ მოვიგებთ!!!
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #6 18 აგვისტო 2016 12:32
    0
    არდამ მართლაც მაგრად მოუმატა მიდი ლუჩო ულ ასეთი წარმატებული მატჩები ჩაატარე
    ika antimadridista
    სტუმარი [?]
    #5 18 აგვისტო 2016 12:28
    0
    არდამ მოუმატა აკაიფოდ
    Tape98
    სტუმარი [?]
    #4 18 აგვისტო 2016 12:12
    0
    კიდეკაი თურანი რო არ გავუშვით მაგარ ფორმაში შევიდა
    Messisuaresineimary
    სტუმარი [?]
    #3 18 აგვისტო 2016 12:06
    0
    Midi lucho magari xar:-)
    Gallagher
    სტუმარი [?]
    #2 18 აგვისტო 2016 12:04
    0
    შტეგენი და ინიესტა უნდა გამოკეთდნენ სასწრაფოდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 აგვისტო 2016 12:04
    0
    Mიდი ლუჩო წელს ლიგა უნდა დავდოთ!