რაკიტიჩი: "ახალი მოთამაშეები გუნდს ფენომენალურად შეეწყვნენ"
კატალონიის "ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ახალი მოთამაშეების გუნდთან შეწყობა, ერთი სიტყვით აღწერა და ამას ფენომენალური უწოდა.
"თუ "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ შეხვედრას დააკვირდებით, მაშინ მარტივად დაინახავთ, რომ ახალი მოთამაშეები გუნდს ფენომენალურად შეეწყვნენ."
"არ მინდა ახალგაზრდები ძალიან შევაქო, რადგან მათ ბევრი რამე აქვთ გასაუმჯობესებელი, მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩვენზე, ანუ "ბარსლეონას" დიდი ხნის მოთამაშეებზეცაა დამოკიდებული."
"ასევე მინდა "ატლეტიკ ბილბაოზე" ვისაუბრო, მათი თამაშის სტილიდან გამომდინარეობს ერთი მარტივი რამ და ეს ისაა, რომ იოლი გასეირნება არ გველოდება."
"მათ საკუთარ მოედანზე უწევთ თამაში, რის გამოც ჩვენ დიდი წნეხის ქვეშ მოგვიწევს ბრძოლა. იმედია მიუხდავად ამისა, გამარჯვების მოპოვებას მაინც მოვახერხებთ." - განაცხადა რაკიტიჩმა.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკ ბილბაოს" წინააღმდეგ მატჩს, კატალონიის "ბარსელონა", 28 აგვისტოსს გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]