მიზეზები იმისა, თუ რატომ დატოვა კლაუდიო ბრავომ "ბარსელონა"
როგორც ვიცით, კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი მეკარე, კლაუდიო ბრავო, არაოფიციალურად უკვე გადავიდა პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში", თუმცა ყველას აინტერესებს, რატომ დატოვა მან ის კლუბი, რომელმაც მას უამრავი ტიტული მოაგებინა?
პირველი მიზეზი ამ ყველაფრისა ისაა, რომ კლაუდიო ბრავოს სურდა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება რამდენიმე სეზონით და ამავდროულად იმედს იტოვებდა, რომ წლიური ხელფასიც გაეზრდებოდა, თუმცა კატალონიურმა კლუბმა მას მხოლოდ და მხოლოდ 1 წლიანი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, რამაც ჩილელს იმედები ძალიან გაუცრუა.
მეორე მიზეზი უკვე ისაა, რომ მისი ურთიერთობა ტერ შტეგენთან ყოველდღე უარესდებოდა, მას არასდროს არ მოსწონდა, როდესაც ტერ შტეგენი წუწუნებდა საკუთარ სათამაშო დროზე და ამბობდა, რომ კლუბს დატოვებდა, თუ უფრო მეტ მატჩში არ მიიღებდა მონაწილეობა, ამ ყველაფრის გამო კი ჩილელი სერიოზულ დისკომფორტს გრძნობდა.
კიდევ ერთი მიზეზი ბრავოს "სიტიში" გადასვლისა არის ინგლისური კლუბის შესანიშნავი შემოთავაზება, მან საკუთარი გრძელი კონტრაქტიც მიიღო და ხელფასის გაიორმაგა, ამავდროულად გადავიდა ისეთ კლუბში, რომელიც იბრძოლებს პრემიერ ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც.
საბოლოო მიზეზი კი ისაა, რომ ბრავოს ყოველთვის უნდოდა ინგლისში ცხოვრება, მისი შვილები მისივე ინიციატივით, სწავლობდნენ ინგლისურ სკოლებში, რითაც ისინი ინგლისურად საკმაოდ კარგი მოლაპარაკეები გახდნენ, ამიტომაც მანჩესტერში გადასვლას, მის ოჯახზე არანაირი გავლენა არ ექნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]