მარლონ სანტოსმა კიდევ ერთხელ ივარჯიშა პირველ გუნდთან
ლუის ენრიკემ, ახალგაზრდა ფეხბურთელს, მარლონ სანტოსს, კიდევ ერთხელ მისცა მთავარ გუნდთან ვარჯიშის უფლება.
ვარჯიშებს ასევე ოლიმპიური ოქროს მფლობელი, რაფინია დაუბრუნდა, რომელმაც ოთხშაბათს, სავარჯიშო მოედანი, ავადმყოფობის გამო დატოვა.
სანტოსთან ერთად, ენრიკემ მთავარ გუნდთან, მარკ კადონაც ავარჯიშა.
"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბს, საკმაოდ დიდი იმედები აქვს დამყარებული მარლონზე, თუმცა ჯერ-ჯერობით მარლონს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არც "ბარსა ბ-ს" და არც მთავარი გუნდის მატჩებში.
გავრცელებული ინფორმაციით, მარლონ სანტოსი ესპანეთში მუშაობის უფლებას დაახლოებით 10 დღეში მიიღებს და ის მალევე შეძლებს "ბარსა ბ-ს" მაისურით პირველი შეხვედრის ჩატარებას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]