მარლონმა ლუის ენრიკეს თავი მოაწონა

მარლონმა ლუის ენრიკეს თავი მოაწონა

"ბარსელონა ბ"-ს ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, მარლონ სანტოსმა, ის დრო, რომელიც მან პირველ გუნდთან ერთად გაატარა, ძალიან ნაყოფიერად გამოიყენა და ლუის ენრიკეს თავი მოაწონა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ჟერარ პიკესა და ჟერემი მატიეს ტრავმების დროს, ხავიერ მასკერანოსა და სამუელ უმტიტის რეზერვისტად სწორედ მარლონი მოიაზრებოდა, რომელიც ბოლო მატჩების განაცხადშიც ხვდებოდა. ლუის ენრიკეს განკარგულებაში ის 2 კვირის განმავლობაში იყო. დროის ამ მონაკვეთში, ახალგაზრდა ბრაზილიელმა მთავარი მწვრთნელი თავის შესაძლებელობებში დაარწმუნა. რა თქმა უნდა, მარლონს მომატება მართებს, მაგრამ მას უკვე აქვს ის თვისებები, რომელთა განვითარების შემთხვევაშიც, 21 წლის ფეხბურთელს შეუძლია "ბარსას" პირველი გუნდის უცვლელი წევრი გახდეს.

მარლონი ფიზიკურად ძლიერი მცველია, რომელიც ორთაბრძოლებში უშიშრად შედის. ის ბურთის შენარჩნებაშიც კარგადაა დახელოვნებული.

სამწვრთნელო შტაბის აზრით, მარლონს შეუძლია ისეთი გადაცემები აკეთოს, რომლებიც მეტოქე გუნდის დაცვაში არეულობას შეიტანს. მას კარგი გრძელი პასი აქვს. თუმცა, ამ საქმეში გამბედაობის ნაკლებობის გამო, ის ასეთი პასების გაკეთებას, ჯერჯერობით, ერიდება.

მარლონი "ბარსა ბ"-ს უბრუნდება. მის გუნდს, შაბათს, "ბადალონასთან" აქვს თამაში. კატალონიელთა მე-2 გუნდის მაისურით მარლონმა 4 თამაში ჩაატარა და "ბარსა ბ"-მ, ამ შეხვედრებში, მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ისიც თერთმეტმეტრიანიდან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    jumberi
    სტუმარი [?]
    #4 11 ნოემბერი 2016 21:59
    0
    ციტატა: Johan cruyff13
    გოლი არ ააქვს საერთოდ არცერთი გატანილი, არც ფლუმინენსეში სადაც 62 თამაში ჩაატარა, არც ბარსა ბ- ში, არც ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებებში, მესმის რომ მცველია მაგრამ 1 ბურთი რომ არ გექნება ამდენ თამაშში გატანილი არსსად ცოტა კითვის ნიშნებს ბადებს მის შეტევით პოტენციალზე.

    რაგინდა მასკერანოს ღირსეულად ჩაანაცვლებს მერე :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 ნოემბერი 2016 19:46
    0
    არვიცი არმინახავს მარა თუ მართლა ეგრე კარგად თამაშობს მალაგასთან შეიძლება ატამაშოს ენრიკემ რამოდენიმე ჭუთი მაინც და ნელანელა მიიღებს სეზონის ბოლომდე გამოცდილებასაც..
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #2 11 ნოემბერი 2016 18:48
    0
    ციტატა: M10 S9 N11
    ოოო ეს უკვე კაი ამბავია ისე ათამაშოს მალაგასთან კაი იქნება

    მალაგასთან პიკეც იქნება და არამგონია გარისკოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ნოემბერი 2016 18:25
    0
    კაი მცველი დადგება ამისგან <3