გვარდიოლას ესპანურ გუნდებთან უჭირს
ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშების ჯგუფრი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, თუ მთავარი არა, "ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტნისა და მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაა. ამას კლაუდიო ბრავოს ფაქტორიც ემატება - იმავე დღეს, როდესაც ჩილელი მეკარე "ბარსელონადან" "სიტიში" გადავიდა, ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი და მომავალი გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზევე დაუპირისპირდებიან.
პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტიში" მუშაობა კარგად დაიწყო. მისმა გუნდმა, სეზონის სტარტზე, ოთხივე თამაში მოიგო. ყველა კარგად ხვდება, რომ მას შემდეგ, რაც ესპანელი ახალ კლუბში თავის იდეებს დანერგავს, "ქალაქელები" კიდევ უფრო მოუმატებენ, ეს კი, "ბარსელონასთვის" არცთუ კარგია, რადგან კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავება ემუქრებათ. თუმცა...
ბოლო წლებში ნაჩვენებმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ პეპ გვარდიოლას ესპანური გუნდების წინააღმდეგ თამაში უჭირს. "ბაიერნში" მუშაობის 3 წლის განმავლობაში, გვარდიოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან ყოველთვის ესპანური გუნდი აგებდა. 2013/14 წლების სეზონში, ლიგის ნახევარფინალში, "ბაიერნი" "რეალთან" განადგურდა, 2 მატჩის ჯამში 0:5. მომდევნო წელს, მიუნხენელები უკვე "ბარსამ" გაანადგურა. კატალონიელებმა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პირველივე თამაშში გადაწყვიტეს, მოიგეს რა 3:0. გასულ სეზონში, გვარდიოლას "ბაიერნი" უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. მიუნხენელები, დაძაბულ ბრძოლაში, სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო დამარცხდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]