მესი 350-ე შეხვედრის ზღვარზე
ლა ლიგის 2016/17 წლების გათამაშების მე-2 ტურში, "ბილბაოსთან" სტუმრად გასამართი შეხვედრა "ბარსელონას" არგენტინელი ლიდერისთვის, ლიონელ მესისთვის საიუბილეო იქნება.
29 წლის ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდებას ატარებს, "ბარსელონას" მაისურით, პრიმერა დივიზიონში, 349-ჯერ უთამაშია. მომდევნო შეხვედრა კი, მისთვის, შესაბამისად, 350-ე იქნება.
გასულ 349 მატჩში მესიმ 314 გოლი გაიტანა. ამ შეხვედრებიდან "ბარსამ" 263 მოიგო და მხოლოდ 34 წააგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]