ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონას" მოწინააღმდეგეების ანალიზი
კატალონის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, C ჯგუფში, "მანჩესტერ სიტისთან", "გლადბახთან" და "სელტიკთან" ერთად იასპარეზებს.
სამწუხაროდ, იღბალი ლუის ენრიკეს გუნდის მხარეს, ამ წილისყრის დროსაც არ აღმოჩნდა, რის გამოც, "ბარსელონა" სწორედ იმ გუნდებს შეხვდა, რომლებთანაც შერკინება, არავის სურდა.
ახლა კი, მოდით, კატალონიელების მოწინააღმდეგეების ანალიზი გავაკეთოთ და გავიხსენოთ, თუ მათ მართლაც რა შეუძლიათ.
"მანჩესტერ სიტი"
პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის მთავარი ძალა, ფეხბურთელებში კი არა, მწვრთნელში იმალება. დიახ, პეპ გვარდიოლას მოუწევს ამ სეზონში, კატალონიაში დაბრუნება და იმედი ვიქონიოთ, მას ისეთ დახვედრას მოვუწყობთ, როგორი დახვედრაც 2014/15 სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მოვუწყეთ მაშინ, როდესაც ის "ბაიერნის" მწვრთნელი იყო.
"მანჩესტერ სიტიმ", გვარდიოლასთან ერთად, საკმაოდ ბევრი ტრანსფერი განახორციელა, რომელთაგანაც ბოლო, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარე, კლაუდიო ბრავოა. გვარდიოლამ მთელი სატრანსფერო ფანჯრის დროს სცადა ნახევარდაცვის გაძლიერება, რაც მან შესანიშნავად მოახერხა, თუმცა ენრიკეს გუნდს მაინც აქვს გამოცდილება და თამაშის გრძნობა, ამიტომაც შეხვედრების დროს, ბურთის ფლობაში, "ბარსელონას" დომინირებას უნდა ველოდეთ. იგივეს კი ვერ ვიტყვით "სიტის" ახალგაზრდა შემადგენლობაზე.
მართალია აქამდე "ბარსელონა" ინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შეხვედრია, თუმცა ამ ჯგუფურ ეტაპზე, გვარიდოლასგან სულ სხვანაირ ბრძოლას უნდა ველოდეთ.
"ბორუსია მონჩენგლადბახი"
გერმანულმა კლუბმა, წინა სეზონში, ბუნდესლიგაში მე-4 ადგილის დაკავება მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კი ბორუსიელებმა შვეიცარიული "იანგ ბოიზი" დაამარცხეს პლეი ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამანგრეველი ანგარიშით 9:2.
გუნდს ასევე ახალი მწვრთნელი ჰყავს ანდრე შუბერტის სახით, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დიდი კლუბები არ გაუწვრთნია, მოახერხა კლუბის ხელში საკმაოდ კარგად აყვანა.
მათ ამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს, შემადგენლობა გააძლიერეს და დაიმატეს: კრისტოფ კრამერი, იანიკ ვესტერგაარდი და ტობიას სტრობლი. გერმანულ კლუბი ცნობილი გახდა ბუნდესლიგაში მისი 3-2-3-2 ფორმაციით. გლადბახელებს უმეტესწილად, ფლანგებზე გადააქვთ ბურთი და ცენტრში ჩაწოდებებით ახერხებენ ფონს გასვლას.
ასევე გუნდს საკმაოდ ძლიერი მეკარე ჰყავს იან სომერის სახით, რომელიც ტორგან აზართან და რაფაელთან ერთად, საკმაოდ ანგარიშგასაწევ შემადგენლობას ჰქმნის.
აქამდე ევროპულ ტურნირებზე, "ბარსელონას" და "გლადბახს" ერთმანეთთან შეხვედრა არ გაუმართიათ, რის გამოც ორივე კლუბი დიდი ალბათობით, შეხვედრების დროს შეეცდება საკუთარი თამაშის მეორე გუნდისთვის თავზე მოხვევას.
"სელტიკი"
შოტლანდიური კლუბი, C ჯგუფის ბოლო დანამატი იყო. "ბარსელონა" საკმაოდ კარგად იცნობს "სელტიკს" და ამ ზაფხულს, კატალონიელებმა ამხანაგური შეხვედრაც კი გამართეს სკოტებთან დუბლინში, რომელშიც გამარჯვების მოპოვება მოახერხეს ანგარიშით 3:1.
"სელტიკის" ახალი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი გახლავთ, რომელსაც კარიერაში, ინგლისური, უელსური და ახლა უკვე შოტლანდიური გუნდები ჰყავს გაწვრთნილი.
შოტლანდიური კლუბის შემადგენლობაში, საკმაოდ ბევრი, კარგი მოთამაშე ირიცხება, რომელთა სიასაც: მეკარე კრეგ გორდონი, ეფე ემბროუზი, ემილიო იზაგირე, ნორ ბიტონი, სკოტ ბრაუნი და ჯეიმს ფორესტი მიეკუთვნებიან.
ისინი მარტივ, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობენ და ქაღალდზე, ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდის სახელით ირიცხებიან. მათ ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა, პლეი ოფში, "აპოელ ბერ შევას" დამარცხების შემდეგ შეძლეს.
ასეთი დაკომპლექტებული ჯგუფით, უნდა ვაღიაროთ, რომ "ბარსელონას" იოლი გასეირნება ჯგუფურ ეტაპზე, არ ელოდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]