კლაუდიო ბრავოს გამოსამშვიდობებელი წერილი
"ბარსელონას" ყოფილი მეკარე კლაუდიო ბრავო, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" დღეს გადავიდა, კატალონიურ კლუბს Twitter-ის საშუალებით გამოემშვიდობა.
"მინდა, ამ სიტყვებით გამოვხატო ყველაფერი, რაც ახლა ჩემ თავში ხდება, როდესაც ვემშვიდობები ისეთ ინსტიტუტს, როგორიც "ბარსელონაა". კლუბს, სადაცა საამაყო და წარმატებული 2 წელი გავატარე. მეამაყება, რომ შემიძლია ვთქვა, "ბარსელონაში" გატარებული 2 წელი წარმატებული იყო. ამ დროის განმავლობაში, 10 შესაძლებლიდან 8 ტიტული მოვიგეთ. გარდა ამისა, დროის ამ მონაკვეთში, ჩილეს ნაკრებთან ერთად, კოპა ამერიკაზე წარმატება 2-ჯერ ვიზეიმე. ადვილი სათქმელია, რომ ამ 2 წლის დავიწყება რთული იქნება და ეს პერიოდი ჩემ გულში სამუდამოდ დარჩება.
თუმცა, სპორტში, ხდება ხოლმე, რომ მხარეები ერთ აზრს არ იზიარებენ. შედეგად, ახალ თავგადასავალს ვიწყებ ენთუზიაზმითა და წარმატების იმედით.
მინდა, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო იმ მომენტებისთვის, რომლებიც უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად გავატარე. კლუბის ყველა წევრისა და რა თქმა უნდა გულშემატკივრების სიყვარული ყოველთვის იგრძნობოდა.
შემიძლია ვთქვა, რომ "ბარსელონაში" თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში და ეს კლუბი ჩემ გულში სამუდამოდ დარჩება.
წარმატებები მომავალში და დიდი მადლობა!"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]