10 რამ, რაც იასპერ სილესენის შესახებ უნდა იცოდეთ
ჰოლანდიელი მეკარე, იასპერ სილესენი, კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშეა, ამიტომაც მე მინდა შემოგთავაზოთ 10 რამ, რაც სილესენის შესახებ უნდა იცოდეთ.
1. ჰოლანდიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩში სილესენი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2. სილესენმა მისი პირველი სეზონი "აიაქსთან" ერთად, რეზერვებში გაატარა და 25 მატჩში კარი მშრალად შეინახა.
3. სილესენი და ლუის სუარესი "აიაქსში" ერთმანეთს 6 თვით აცდნენ. ურუგვაელმა გუნდი 2011 წლის იანვარში დატოვა, ჰოლანდიელი მეკარე კი ამსტერდამელებს იმავე წლის აგვისტოში შეუერთდა.
4. სილესენმა ჰოლანდიური "აიაქსის" რიგეში, 142 შეხვედრა ჩაატარა. ამ 142 შეხვედრიდან 63-ში კი სილესენს გოლი არ გაუშვია.
5. მას "აიაქსის" რიგებში, 2013/14 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონასთვის" აქვს მოგებული.
6. ის "ბარსელონას" მეორე ჰოლანდიელი მეკარეა. პირველ ადგილს, რუდ ჰესპი იკავებს.
7. სილესენმა წინა სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზეც და ევროპა ლიგაზეც მიიღო მონაწილეობა, რადგან "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის დაძლევა ვეღარ შეძლო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპში იქნა გამწესებული.
8. მან მისი სადებიუტო მატჩი ჰოლანდიის ნაკრების მაისურით, 2013 წელს ჩაატარა. მისი დებიუტი ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს შედგა.
9. სილესენმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიის ყველა მატჩი, ძირითადად შემადგენლობაში დაიწყო
10. იასპერმა "აიაქსის" რიგებში, 4 ტიტულის მოგება მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]