ესპანური პრესა: ალკასერი "ბარსელონას" ფეხბურთელია

ესპანური პრესა: ალკასერი "ბარსელონას" ფეხბურთელია

თითქმის ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა თანხმდება, რომ "ვალენსიას" 22 წლის თავდამსხმელის, პაკო ალკასერის "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მხარეები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ. "ბარსას" ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება და ალკასერის წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, "ვალენსია" დამატებით 2 მილიონ ევროს მიიღებს. გარიგება მუნირ ელ ჰადადის "ღამურებში" განათხოვრებასაც ითვალისწინებს.

ალკასერის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2 კვირის წინ გავრცელდა. მალევე, ჟურნალისტებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო. თუმცა, მოგვიანებით, "ვალენსიამ" ფეხბურთელის გაშვება გადაიფიქრა. რამდენიმე დღის წინ, "ღამურებმა" მოლაპარაკებების გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადეს. ამის მიზეზი კლუბის არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობაა. როგორც ჩანს, "ბარსამ" ამით ისარგებლა და ფეხბურთელი გაიფორმა.

Cope-ს ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად ორშაბათს დადასტურდება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სამშაბათს, ალკასერი 23 წლის ხდება და მიმდინარე ზაფხულში დანერგილი ტრადიციის გათვალისწინებით, ის "ბარსელონასთვის" საინტერესო ფეხბურთელი აღარ იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zura1988
    სტუმარი [?]
    #5 26 აგვისტო 2016 13:34
    0
    ვინც ხართ 22 წლის ყველამ ბარსაში.... smiley smiley
    e..abidal
    სტუმარი [?]
    #4 26 აგვისტო 2016 12:40
    0
    კაი ტრანსფერები იყო წელს მართლა, ვინც იყიდეს ეხლავეც კარგები არიან და ამას + მომატების დიდი პოტენციალით.

    მარა მარჯვენა მცველის არ ყიდვა მაინც ხინჯად მრჩება, ბელერინი 22 წლის რო გახდება უნდა იყიდონ ეგრევე...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 აგვისტო 2016 12:26
    0
    სგ ვრაითერ laughing laughing
    T-BLauGrana
    სტუმარი [?]
    #2 26 აგვისტო 2016 12:21
    0
    :D ბოლო ნაწილი ქაი იყო
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #1 26 აგვისტო 2016 12:19
    0
    საღოლ ბარსას წელს უმაგრესი ტრასნფერები გავაკეთეთ