ალკასერმა ჩვეულებრივად ივარჯიშა
გავრცელებული ინფორმაციით, პაკო ალკასერის ტრანსფერი, წესით და რიგით, მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება გადაწყვეტილი, თუმცა მიუხედავად ამისა, ესპანელმა ჩვეულებრივად ივარჯიშა.
ალკასერს ვარჯიშის დროს არანაირი სტრესი ან წნეხი არ ეტყობოდა და ვიდეო კადრების ყურების დროსაც ჩანს, რომ ის თანაგუნდელებთან ისე ვარჯიშობს, როგორც ადრე აკეთებდა ამას.
"ვალენსიას" მწვრთნელი, პაკო აიესტარანი მიუხედავად ამისა, პარასკევს მოაწყობს შეხვედრას გუნდთან ერთად, რადგან მთელი "ვალენსია" უნდა მოემზადოს 22 წლის ესპანელი თავდამსხმელის გარეშე ცხოვრებისათვის.
ალკასერმა აღაირა, რომ ის დათანხმდა "ბარსელონას" 5 წლიან კონტრაქტს და მზადაა კატალონიაში გადავიდეს. ის "ბლაუგრანას" დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ ალკასერმა შესაძლოა პრესკონფერენციაც კი ჩაატაროს, სადაც ის "ვალენსიას" დატოვების მიზეზებს ახსნის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]