2 წლის წინ - გვარდიოლას რეაქცია "სიტისთან" მესის თამაშზე
2 წლის წინ, როდესაც "ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობდა, "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრას პეპ გვარდიოლაც ესწრებოდა.
იმ დროისთვის მიუნხენის "ბაიერნში" მომუშავე კატალონიელი სპეციალისტი თავისი ყოფილი ფეხბურთელების თამაშით აღფრთოვანებული იყო. მას განსაკუთრებული რეაქცია ლიონელ მესის მიერ ჯეიმს მილნერისთვის ბურთის ფეხებშუა გატარების დროს ჰქონდა.
გავიდა თითქმის 2 წელი. გვარდიოლა ახლა უკვე სწორედ "სიტის" წვრთნის და მართალია, მილნერი ამ გუნდში აღარ თამაშობს, მაგრამ მთავარია, რომ "ბარსელონაში" კვლავ ირიცხება ლეო მესი.
[media=https://youtu.be/GBZEFbR5zIE]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]