10 წლის შემდეგ პირველად - "რეალმა" "ბარსელონას" აჯობა

10 წლის შემდეგ პირველად - "რეალმა" "ბარსელონას" აჯობა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაცხადის დასახელების შემდეგ ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიქცია - "ფურია როხაში" "რეალს" უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ვიდრე "ბარსელონას". ასეთი რამ კი ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა.

ესპანელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის "რეალიდან" 5 (რამოსი, კარვახალი, მორატა, ვასკესი, ასენსიო), ხოლო "ბარსელონადან" 4 (პიკე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი) მიიწვია. განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა ანდრეს ინიესტა, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, "რეალს" ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონაზე" მეტი წარმომადგენელი ჰყავს.

უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2006 წლის 15 ნოემბერს დაფიქსირდა. იმ დღეს, რუმინეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ლუის არაგონესის გაწვრთნილ ნაკრებში, "ბარსელონას" მხოლოდ ანდრეს ინიესტა წარმოადგენდა, "რეალს" კი - კასილიასი და სერხიო რამოსი.

მას შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ოქროს ერა დაიწყო - "ფურია როხამ" 2008, 2010 და 2012 წლებში ესპანეთისა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო. მთელი ამ დროის განმავლობაში, ნაკრების წამყვან ძალას "ბარსელონას" ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით გამოსარჩევია მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, როდესაც ესპანელთა მხრიდან ყველა გოლი "ბარსელონას" ფეხბურთელებმა გაიტანეს.

"რეალის" გულშემატკივრებს შეუძლიათ 10-წლიანი ლოდინის დასრულებით იხარონ, თუმცა, დიდი შანსია, ეს მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდეს. თუ პაკო ალკასერი "ბარსელონაში" გადავიდა, მაშინ "ბარსელონას" ნაკრებში იმდენივე წარმომადგენელი ეყოლება, რამდენიც "რეალს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #5 27 აგვისტო 2016 10:57
    0
    ინიმ სად მიიღო ტავმა თორემ ჩემ ფეხები იქნებოდნენ ჩვენზე მეტნი ამას პლუს ის დავუმატოთ რომ დენისი არ შეყავს ნაკრებში
    zura1988
    სტუმარი [?]
    #4 27 აგვისტო 2016 10:01
    0
    რეალიდან ისკო გამორჩათ...და ბარსადან დენი სუარესი...ასევე ინიესტას ტრამვა....
    cinto99
    სტუმარი [?]
    #3 27 აგვისტო 2016 00:49
    0
    ინი შენ რა გითხარი სად მიიღე ტრავმა
    Muse
    სტუმარი [?]
    #2 27 აგვისტო 2016 00:20
    0
    არ მომწონს ეგ მწვრთნელი
    ini888
    სტუმარი [?]
    #1 27 აგვისტო 2016 00:03
    0
    Robertos ro Kaci AR gamoidzaxebs

    Denis auaresi unda damewera :D