ბართომეუ ენრიკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე საუბრობს. მისი თქმით, კატალონიელებს არსად ეჩქარებათ.
"ლუის ენრიკესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხს შობამდე არ განვიხილავთ. ამ საკითხით მომდევნო წლის თებერვალში ან მარტში დავკავდებით. ამჟამად, ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ასპარეზობაზე ვართ კონცენტრირებული." - აცხადებს "ბარსელონას" პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ენრიკესა და "ბარსას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]