ბართომეუ: "ბრავოს შენარჩუნებას ბოლო მომენტამდე ვცდლობდით"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ მისი კლუბი "მანჩესტერ სიტიში" გადასული ჩილელი მეკარის, კლაუდიო ბრავოს შენარჩუნებას ბოლო მომენტამდე ცდილობდა, თუმცა 33 წლის კიპერმა წასვლა მაინც გადაწყვიტა.
"ბრავოს შენარჩუნებას ბოლო მომენტამდე ვცდილობდით. ფეხბურთელს ახალი კონტრაქტიც შევთავაზეთ, მაგრამ მას სხვა გეგმები ჰქონდა." - განუცხადა ბართომეუმ კატალონიის რადიოს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბრავო "სიტიში" რამდენიმე დღის წინ, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]