მუნირი მალე "ვალენსიაში" გადავა
როგორც Sport-ი იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელი, მუნირ ელ ჰადადი, დღის ბოლომდე ოფიციალურად გახდება "ვალენსიას" წევრი.
ორივე კლუბმა, როგორც "ბარსელონამ", ასევე "ვალენსიამ", მოლაპარაკებების ბოლო დეტალებიც გაარკვიეს პარასკევს და მიაღწიეს შეთახნმებას, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაასრულეს. ტრანსფერის პირობების მიხედვით, მუნირისთვის "ვალენსიას" თანხის გადახდა არ უწევს, თუმცა კონტრაქტში, სეზონის ბოლოს, ყიდვის ოპცია იქნება ჩაწერილი, რომლითაც "ღამურები" მუნირის ყიდვას, 12 მილიონ ევროდ შეძლებენ.
ბოლო მომენტამდეც კი, "ბლაუგრანა" ცდილობდა დასაბრუნებელი თანხის ჩაწერას მუნირის კონტრაქტში, რის წინააღმდეგაც "ვალენსია" გამოდიოდა, ამიტომაც "ბარსელონას", კომპრომისზე წასვლა მოუწია. ამის გამო, კლუბმა დაკარგა ყველანაირი ფინანსური უფლება მოთამაშეზე, ამიტომაც ყველაფერი "ვალენსიაზე" არის დამოკიდებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]