ინიესტა: "ყველანი ძალიან განვიცდით იმას, რაც მოხდა"

ინიესტა: "ყველანი ძალიან განვიცდით იმას, რაც მოხდა"

კატალონიის "ბარსელონას"ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა გუშინდელი მატჩის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ ესპანეთის მესამე ტურის შეხვედრაში "ბლაუგრანამ" სტუმრად, "ატლეტიკოს" სძლია (1:2).
"ყველანი ძალიან განვიცდით ლიონელის ამბავს. იმედია მას არაფერი სერიოზული არ სჭირს და ყველაფერი კარგად დამთავრდება. არც კი ვიცი ვის დავაბრალო მესის ტრავმა. მთელი გუნდი განცვიფრებულია. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ შევძელით და გავიმარჯვეთ იმ სტადიონზე, სადაც წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია. მართალია ვერ მოვახერხეთ დამამშვიდებელი, მესამე გოლის გატანა, თუმცა 3 ქულა მაინც მოვიპოვეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია." –ციტირებს ინიესტას სიტყვებს AS.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.