"ბარსელონას" ტრანსფერების განხილვა

"ბარსელონას" ტრანსფერების განხილვა

"ბარსელონამ", 2016/17 წლების სეზონისთვის გუნდის გასაძლიერებლად 122.65 მილიონი ევრო დახარჯა. ეს თანხა, შესაძლოა, 36 მილიონი ევროთი გაიზარდოს. კატალონიელებმა 6 ფეხბურთელი დაიმატეს, რომელთა მიზანიც არა იმდენად საასტარტო შემადგენლობის, რამდენადაც მთლიანად გუნდის გაძლიერებაა.

კატალონიური სპორტული გამოცემა Sport თითოეული ფეხბურთელის განხილვას გვთავაზობს.

 

#6 დენის სუარესი

სახელი: დენის სუარეს ფერნანდესი

დაბადების ადგილი: სალსედა დე კაზელასი (პონტევედრა)

დაბადების თარიღი: 06.01.1994

სიმაღლე: 181 სმ

წონა: 72 კგ

ღირებულება: 3.25 მილიონი (+8 მილიონი ბონუსი "მანჩესტერ სიტის")

წინა კლუბი: "ვილიარეალი"

ტრანსფერი განხორციელდა: 06.07.2016

კონტრაქტის ვადა: 20.06.2021

გამოსასყიდი თანხა: 50 მილიონი

დებიუტი: 14.08.2016, ესპანეთის სუპერ თასი, "სევილია"-"ბარსელონა" 0:2

სეზონის პირველი შენაძენი. ის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად და გუნდის კაპიტნისთვის, ანდრეს ინიესტასთვის დასვენების დროის მისაცემად მოიყვანეს. ფეხბურთელი "ბარსელონას" დნმ-ით. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ინიესტას სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს. ის საუკეთესოებისგან ისწავლის.

 

#19 ლუკა დინი

სახელი: ლუკა დინი

დაბადების ადგილი: მო (საფრანგეთი)

დაბადების თარიღი: 20.07.1993

სიმაღლე: 178 სმ

წონა: 74 კგ

ღირებულება: 16.5 მილიონი (+4 მილიონი ბონუსი)

წინა კლუბი: "რომა" (არენდით პსჟ-დან)

ტრანსფერი განხორციელდა: 14.07.2016

კონტრაქტის ვადა: 30.06.2021

გამოსასყიდი თანხა: 60 მილიონი

დებიუტი: 14.08.2016, ესპანეთის სუპერ თასი, "სევილია"-"ბარსელონა" 0:2

ფრანგი მარცხენა მცველი ხორდი ალბას კონკურენტი იქნება. მან, სადებიუტო თამაშში, თავი კარგად წამოაჩინა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მას ბევრი შრომა მოუწევს.

 

#23 სამუელ უმტიტი

სახელი: სამუელ უმტიტი

დაბადების ადგილი: იუანდე (კამერუნი)

დაბადების თარიღი: 14.11.1993

სიმაღლე: 181 სმ

წონა: 75 კგ

ღირებულება: 25 მილიონი

წინა კლუბი: "ლიონი"

ტრანსფერი განხორციელდა: 15.07.2016

კონტრაქტის ვადა: 30.06.2021

გამოსასყიდი თანხა: 60 მილიონი

დებიუტი: 17.08.2016, ესპანეთის სუპერ თასი, "ბარსელონა"-"სევილია" 3:0

"ბარსელონაში" თამაში კარგად დაიწყო. ხავიერ მასკერანოს ტრავმამ მას სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა მისცა და მან ეს შანსი კარგად გამოიყენა. ლუის ენრიკე მას სამ თამაშში ენდო და ფრანგმაც ნდობა გაამართლა.

 

#21 ანდრე გომეში

სახელი: ანდრე ფილიპე ტავარეს გომეში

დაბადების ადგილი: გრიჟო (პორტუგალია)

დაბადების თარიღი: 30.08.1993

სიმაღლე: 188 სმ

წონა: 84 კგ

ღირებულება: 35 მილიონი (+20 მილიონი ბონუსი)

წინა კლუბი: "ვალენსია"

ტრანსფერი განხორციელდა: 21.07.2016

კონტრაქტის ვადა: 30.06.2021

გამოსასყიდი თანხა: 100 მილიონი

დებიუტი: 17.08.2016, ესპანეთის სუპერ თასი, "ბარსელონა"-"სევილია" 3:0

მრავალმხრივი, დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელი. მას თამაში როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე ფლანგზე შეუძლია. ის ფიზიკურად ძლიერია, ფლობს კარგ დრიბლინგსა და პასს.

 

#13 იასპერ სილესენი

სახელი: იასპერ სილესენი

დაბადების ადგილი: გროესბეკი (ჰოლანდია)

დაბადების თარიღი: 22.04.1989

სიმაღლე: 185 სმ

წონა: 83 კგ

ღირებულება: 13 მილიონი (+2 მილიონი)

წინა კლუბი: "აიაქსი"

ტრანსფერი განხორციელდა: 25.08.2016

კონტრაქტის ვადა: 30.06.2021

გამოსასყიდი თანხა: 60 მილიონი

დებიუტი: არ ჰქონია

ქაღალდზე, ის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეზერვისტია. "აიაქსში" თამაშის გამოცდილებისა და ფეხით კარგად თამაშის წყალობით, ის კონკურენტუნარიანი მეკარე იქნება.

 

პაკო ალკასერი

სახელი: ფრანსისკო ალკასერ გარსია

დაბადების ადგილი: ტორენტი (ვალენსია)

დაბადების თარიღი: 30.08.1993

სიმაღლე: 176 სმ

წონა: 71 კგ

ღირებულება: 30 მილიონი (+2 მილიონი ბონუსი)

წინა კლუბი: "ვალენსია"

ტრანსფერი განხორციელდა: 30.08.2016

კონტრაქტის ვადა: 30.06.2021

გამოსასყიდი თანხა: 100 მილიონი

დებიუტი: არ ჰქონია

სეზონის ბოლო შენაძენი, რომელსაც ჯერ ნომერიც კი არ აურჩევია. ახალგაზრდა და თავმდაბალი, მაგრამ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი. ის ბომბარდირია, რომელსაც კარგი მომავალი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcelo
    სტუმარი [?]
    #9 1 სექტემბერი 2016 19:29
    0
    იყიდება ბარსას ორი აუტენტიკური მაისური,ერთი რონალდინიოს ავტოგრაფით და მეორე დეკუს ავტოგრაფით . ორივე ერთად 600 ევრო.
    andre gomes
    სტუმარი [?]
    #8 1 სექტემბერი 2016 12:25
    0
    OMAR ABDULRAHMAN იც აქაა უკვე პატარა მესია

    https://youtu.be/EBeQ8kyKFBg
    Culé [?]
    #7 1 სექტემბერი 2016 02:03
    0
    ვაა... პაკო მთლად ჩემი მეზობელი ყოფილა... ☺
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #6 31 აგვისტო 2016 19:05
    0
    ანდრე გომესი 70 მილიონი ჯდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 აგვისტო 2016 16:40
    0
    საღოოლ ადმინ კაიააა მიაწექი პირველ ცვენებასაა და გააგრძელე ეგეთი სტატიების წერა ყოჩაღ ხალხოო დააფასეთ <3
    0123456789
    სტუმარი [?]
    #4 31 აგვისტო 2016 16:20
    0
    აუ წამსვლელებზე დაგეწერათ რაა :დ
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #3 31 აგვისტო 2016 16:18
    0
    წელს უმაგრესი ტრანსფერები გავაძრეთ საღოლ რა ბარსას წელს არნახული სეზონი გვექნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 აგვისტო 2016 16:10
    0
    ვა დენისი 181 სმ-ა არ მეგონა ამხელა თუ იყო!
    metreveli_FCB
    სტუმარი [?]
    #1 31 აგვისტო 2016 16:05
    0
    რაკიტიჩი ბუსკეცი სუარესი ინიესტა არდა გომეში რაფინია ცენტრი უნიკალური <3