მესიმ არგენტინას მოაგებინა
გუშინ ღამით, სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინა ლუის სუარესის ურუგვაის დაუპირისპირდა, ხოლო ნეიმარის ბრაზილია - ეკვადორს.
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში არგენტინამ, მესის ერთადერთი გოლის წყალობით, 1:0 მოიგო და ლიდერობა მოიპოვა. "ბარსელონას" ათიანმა გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. მან და მასკერანომ თამაში სრულად ჩაატარეს.
ბრაზილიამ აქამდე ერთ-ერთი ლიდერი ეკვადორი 3:0 გაანადგურა. ნეიმარმა, რომელმაც სრულად ითამაშა, აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
7 ტურის შემდეგ, 14 ქულით, პირველ ადგილზე არგენტინაა. მას ერთი ქულით ჩამორჩება ურუგვაი. ბრაზლია, 12 ქულით, მე-5 პოზიციას იკავებს.
[media=https://youtu.be/_jg2VqJgrKw]
[media=https://youtu.be/u1WtCyj6uco]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]