კლოპი: "მესის შეუძლია 4.3 კილომეტრი ირბინოს და 5 გოლი გაიტანოს"
ინგლისური "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემიერ ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატს ერთმანეთს ადარებს. გერმანელის თქმით, "ბარსელონასა" და ლიონელ მესის პრიმერაში თამაში ძალიან უადვილდებათ.
"პრემიერ ლიგასა და ლა ლიგას შორის სხვაობა ისაა, რომ "ბარსელონას", პრიმერაში, შეუძლია თამაშების 50% ბ გუნდით ჩაატაროს და ჩემპიონატი მაინც მოიგოს.
მესის შეუძლია მხოლოდ 4.3 კილომეტრი ირბინოს და 5 გოლი გაიტანოს. ეს ვარჯიშს ჰგავს. ინგლისში ასეთი რამ არ ხდება." - კლოპის ამ სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]