"ბარსა ბ"-მ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

"ბარსა ბ"-მ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

"ბარსა ბ"-მ, მეორე დივიზიონ B-ში, კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ახალგაზრდულმა გუნდმა, პირველი სამი მატჩის შემდეგ, 9 ქულა დააგროვა.

მატჩი "ვილიარეალ ბ"-ს წინააღმდეგ გაიმართა, რომელმაც მატჩის დასაწყისში, ადრეულად მოახერხა წინ გასვლა, თუმცა ნილის, კარდონასა და ჩემის მიერ გატანილი გოლებით, "ბარსა ბ"-მ მოწინააღმდეგის დამარცხება და ზედიზედ მე-3 გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

მოწინააღმდეგის მხრიდან, პირველი გოლის გატანა პაუმ მოახერხა და შეხვედრის დაწყებიდან 4 წუთში, ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, გოლმა მოწინააღმდეგის კარში მომწიფება უკვე მაშინ დაიწყო, როდესაც კარდონა, პერეა და ალენია გააქტიურდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლო ნილმა, რომელმაც გადაცემა, კანტეროსგან მიიღო. მეორე ნახევარიც საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პერეას საჯარიმო დარტყმას კარდონამ დაამატა, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა.

64-ე წუთზე, მოწინააღმდეგეებმა უკვე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და სუარესმა უკვე მარტინესის დარტყმის აღება ვერ მოახერხა. ბოლო წუთებში, გოლის გატანა და წინ გასვლა "ბარსა ბ"-ს ჩემის გოლით მოახერხა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარის აღება, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შეძლო.

საბოლოოდ მატჩი დამთავრდა ანგარიშით 3:2, "ბარსა ბ"-ს სასარგებლოდ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #6 5 სექტემბერი 2016 14:21
    0
    კარგია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 სექტემბერი 2016 01:35
    0
    კიდევ კარგი ამ ჩემისამ მესამე გოლი გაიტანა თორემ პირველ ქულებს დავკარგავდით
    bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #4 4 სექტემბერი 2016 14:49
    0
    Kargiaa
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 სექტემბერი 2016 14:17
    0
    Kარგია სჰარსჰან წლის ბოლოს მოუმატეს ამათმმა და იმედია ასე გააგრძელებენ:-)
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #2 4 სექტემბერი 2016 14:16
    0
    kargia barsa bs mogebebi mara is texavs ro rac ar unda pirvel adgilze gavidnen bbvashi ver gadmovlen !d
    niky10
    სტუმარი [?]
    #1 4 სექტემბერი 2016 14:06
    0
    ბრავო კარგია კარგი სიახლები და ამუშავდა საიტი ,იაქტიურეტ ყველამ