ალკასერის პრეზენტაცია ხუთშაბათს გაიმართება
დღეს ცნობილი გახდა, რომ კატალონიის "ბარსელონას" 23 წლის ახალწვეულის, პაკო ალკასერის ოფიციალურო პრეზენტაცია ხუთშაბათს, 8 სექტემბერს გაიმართება.
ალკასერი "ბარსელონას" ფეხბურთელი 30 აგვისტოს გახდა. ესპანეთის ნაკრებთან ერთად ყოფნის გამო, მისი პრეზენტაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. "ბარსას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეს 8 სექტემბერს მოხდება.
ხუთშაბათს, თბილისის დროით 14 საათზე, ალკასერი "ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს შეხვდება.
ნახევარ საათში, "კამპ ნოუზე" ფოტოსესია დაიწყება.
15 საათსა და 30 წუთზე, ალკასერი, ხორდი მესტრე, ალბერტ სოლერი და რობერტ ფერნანდესი პრესკონფერენციას გამართავენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]