ტიაგო მესი "ბარსელონას" აკადემიაში მალე ჩაირიცხება
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის შვილი, ტიაგო მესი "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში უახლოეს მომავალში ჩაირიცხება. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, ლეომ განაცხადა, რომ ტიაგოს ბურთით თამაში დიდად არ იზიდავს, მაგრამ ფეხბურთელი შვილის "ბარსელონას" აკადემიაში მიყვანას მაინც გეგმავს.
ცოტა ხანში, "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლა აპირებს საცდელი პროგრამა გაუშვას, რომლის მიზანიც კლუბში 3-5 წლის ასაკის ბავშვების მიღებაა. პროცესს საფეხბურთო სკოლის დირექტორი ოსკარ გრაუ გაუძღვება, რომელმაც ამ პოზიციაზე ჩავი მარსე რამდენიმე დღის წინ ჩაანაცვლა.
ჩანაფიქრის მიხედვით, თუ ბავშვები ბურთის გორებისგან სიამოვნებას მიიღებენ, ისინი საფეხბურთო აკადემიის ზედა საფეხურზე გადავლენ. მიზანი კი ფეხბურთელებში "ბარსელონას" დნმ-ის პატარა ასაკიდანვე ჩანერგვაა.
ტიაგო მესი კი "ბარსას" ახალი წამოწყების ერთ-ერთი პირველი მონაწილე იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]