უმტიტიმ კონკურენტებზე ისაუბრა

უმტიტიმ კონკურენტებზე ისაუბრა

"ბარსელონას" ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ, კატალონიურ კლუბში მის კონკურენტებზე - ხერარდ პიკეზე, ხავიერ მასკერანოსა და ჟერემი მატიეზე ისაუბრა.

ხერარდ პიკე

"ის, უკვე მრავალი წელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მისი ეფექტურობა და თანმიმდევრულობა ჩემ აღფრთოვანებას იწვევს."

ხავიერ მასკერანო

"ის გუნდის თამაშს დაცვიდან ალაგებს. ამას ის ორგანიზაციული ნიჭის წყალობით აკეთებს. იღბლიანი ადამიანი ვარ იმის გამო, რომ მისი მსგავსი თანაგუნდელი მყავს."

ჟერემი მატიე

"ის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, თუმცა ხალხი მასზე ბევრს არ საუბრობს. თუ შენ "ბარსელონაში" თამაშის შანსი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ."

უმტიტიმ გუნდის შემტევ ვარსკვლავებზეც ისაუბრა: "მესისთან და სუარესთან ერთად ვარჯიში თამაშს ჰგავს. მათთან ერთად ჩატარებული ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვპროგრესირებ. ეს ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ფაქტორი იყო. ასეთ ფეხბურთელებთან ვარჯიში ზრდასა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში გეხმარება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    El pistolero 9
    სტუმარი [?]
    #4 10 სექტემბერი 2016 13:50
    0
    პიკეს ვერა მაგრამ მასკერანოს ჩანაცვლება შეუძლია,მატიეზე მაგარი ბანძობა ილაპარაკა
    culecule13
    სტუმარი [?]
    #3 7 სექტემბერი 2016 11:36
    0
    aba xom ar awyeniebda tanagundels :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 სექტემბერი 2016 11:03
    0
    წელს თუ არამომავალში ძირითადში უნდა იყოო!
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #1 7 სექტემბერი 2016 10:08
    0
    უმტო მასკეზე და პიკეზე სიმართლე თქვი მაგრამ მატიეზე რამ გათქმევინა ერთ-ერთი საუკეთესოა laughing