გვარდიოლა: "მსაჯებმა რონალდუს გარდა სხვებიც უნდა დაიცვან"

გვარდიოლა: "მსაჯებმა რონალდუს გარდა სხვებიც უნდა დაიცვან"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა ლიონელ მესის ტრავმის შესახებ.
"ჩვენ ლეოს გამო ძალიან ვწუხვართ. იმ მომენტის გამეორება რომ ნახოთ, იმწამსვე მიხვდებით თუ რა მოხდა. ახლა საჭიროა ესპანეთის ფეხბურთის ხელმძღვანელობამ მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს აუცილებელია. მესის მხოლოდ კარგად თამაში და გოლების გატანა სურს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იგი შესანიშნავი ფეხბურთელია. მადრიდელებმა პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში ვერ გააჩერეს და შეხვედრის ბოლოს აღარაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რაც გააკეთეს. მსაჯებმა კრიშტიანუ რონალდუს გარდა სხვებიც უნდა დაიცვან." –განაცხადა გვარდიოლამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.