„ვალენსიამ“ მუნირი წარადგინა, ფეხბურთელი 9 ნომრით იასპარეზებს
ესპანურმა "ვალენსიამ" კლუბის ახალწვეული მუნირ ელ-ჰადადი წარადგინა, რომელიც იჯარით კატალონიის "ბარსელონასგან" აიყვანა.
21 წლის მუნირმა ახალ კლუბში 9 ნომერი აირჩია, რომელიც პაკო ალკასერის "ბარსელონაში" გადასვლის შემდგომ განთავისუფლდა.
"მე თავდამსხმელი ვარ და გატანა მიყვარს. აქ იმისთვის ვიმყოფები, რათა დაუღალავად ვიმუშავო გუნდთან ერთად. როდესაც "ვალენსიას" წინადადებაზე გავიგე დაუფიქრებლად დავთანხმდი, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით." - განაცხადა მუნირმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]