”მწვანე ადამიანები” უტევენ
ესპანეთის ჩემპიონი ევროპის ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ. ”ბარსელონას” არ უყვარს მადრიდში თამაში, მაგრამ გამარჯვება საჭირო იყო. ახლა კი ”მწვანე ადამიანების” მატჩის მიმოხილვას გთავაზობთ.
”ატლეტიკო” - ”ბარსელონა” - 1:2 (1:2)
გოლები: მესი (13), გარსია (25), პიკე (33)
”ატლეტიკო”: დე ხეა, დომენგესი (ანტონიო ლოპესი 69), გოდინი, პერეა, უიფალუში, სიმაუ, გარსია (ტიაგუ 65), ასუნსაუ, რეიესი, ფოლანი, აგუერო (დიეგო კოსტა 52).
”ბარსელონა” ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი, ბუსკეტსი, ხავი ინიესტა (მასკერანო 90+2), პედრო, ვილია (კეიტა 78), მესი (ბოიანი 90+6)
გაფრთხილება: დომინგესი 18, ალვეში 31, მაქსველი 35, პერეა 37, უიფალუში 53, ვალდესი 85, პუიოლი 87, უიფალუში 90+3, მასკერანო 90+4.
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
როგორ მოვიდნენ გუნდები მატჩამდე. ამ კვირაში ორივე მათგანი ბერძნულ კლუბს ეთამაშა. ”ბარსელონამ” 5-1 დაამარცხა ”პანათინაიკოსი”. ”ატლეტიკომ” წააგო ”არისთან” 0-1. ამ თამაშს წინ ბევრი ინტრიგა ახლდა. გვარდიოლას პრიმერა დივიზინის მატჩებში ”ვისენტე კალდერონიდან” ქულა არ წამოუღია.
”ბარსელონამ” დაიწყო თამაში ისე, როგორც ჩვევია. ბურთის ფლობა, შესანიშნავი პასები, გათამაშებები. მესი ისეთი სისწრაფით ჩაუქროლებდა მოწინააღმდეგეს, რომ მის დანახვას ვერ ასწრებდნენ.
პირველად კიკე ფლორესი გოდინმა და პერეამ მე-13 წუთზე აანერვიულეს, როდესაც დავიდ ვილას ჰქონდა კარგი მომენტი. ”ატლეტიკო” ძელმა იხსნა. ზუსტად 1 წუთში პედროს კარგი გადაცემის შემდეგ მესიმ ბურთი მადრიდელების კარში მოათავსა. გოლის გატანის შემდეგ ”ბარსამ” დაუშვა მიუტევებელი შეცდომა. ”ატლეტიკოს” სივრცე დაუთმო. თუმცა მადრიდელებს ბურთი არ ეჭირათ. ისინი ცდილობდნენ პრესინგისთვის მიემართათ. ”ატლეტიკოს” შეტევისას კუთხური დაინიშნა. ჩაწოდება - შეცდა პიკე და ვალდესი - ანგარიში გათანაბრდა. 1:1
”ბარსელონა” აუჩქარებლად ცდოლობდა მეორე ბურთის გატანას. ათამაშებდნენ ბურთს. კონტრშეტევისას დაინიშნა კუთხური. მესიმ ჩააწოდა შორეულ ძელთან, სადაც პიკემ დიდოსტატურად ითამაშა - 1:2.
”ატლეტიკომ” მეორე ტაიმის დასაწყისში ”ბარსელონას” შეშინება სცადა. გვარდიოლას შეგირდებმა მატჩის დამშვიდება შეძლეს და შორეული დარტყმებით ცდილობდნენ დე ხეას კარის დალაშქვრას. რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა დავიდ ვილიას, მაგრამ დე ხეა შეუდარებელი იყო.
დაუჯერებელი ამბავი, მაგრამ ”ბარსა” დროს წელავდა. ამის გამო ვალდესმა ყვითელი მიიღო. ”ბარსას” მატჩის სწრაფად დასრულება სურდა. დე ხეამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა გუნდი ლეო მესის რეიდის შემდეგ. დამატებით დროში უიფალიშის წითელი ბარათი უჩვენეს მესის წაქცევისთვის.
”ბარსელონას” მადრიდიდან სამი ქულა მიაქვს.
მატჩის გმირი. დავიდ დე ხეა.
.jpg)
მატჩის იმედგაცრუებები. ფორვარდების თამაში.
აგუერო მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს ტრავმის გამო. ფორლანი უბრალოდ დაკარგული იყო. პედრომ თავი ვერ წარმოაჩინა. ვილიამ აურაცხელი საგოლე მომენტები გააფუჭა. ესეთი სახელოვანი თავდამსხმელები, თუმცა მათ სახელზე ერთი გოლიც არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]