მესი მინიმუმ ორ თამაშში გამოირიცხა
მას შემდეგ რაც დღეს დილით ლიონელ მესიმ კატალონიის ჰოსპიტალში დაწვრილებითი გამოკვლევა ჩაიტარა, ექიმებმა გამოარკვიეს, რომ არგენტინელს პრობლემა მარჯვენა კოჭის მყესთან აქვს. მიუხედავად ამისა ისინი 100%-ით დარწმუნებულნი არიან, რომ ძვალი არ დაზიანებულა.
უკვე ნათელი გახდა, რომ ლეო მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს "ბილბაოსა" და "სპორტინგის" წინააღმდეგ. არგენტინელის მოედანზე გასვლა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტემპით დაიწყებს ლეო ტრამვის მოშუშებასა და ფორმაში ჩადგომას.
კუნთის დაზიანება
მესის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იშვიათად, მაგრამ მაინც აწუხებდა ტრამვები. პირველი დაზიანება არგენტინელმა 2005-2006 წლების სეზონში მიიღო ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ჩელსის" წინააღმდეგ. მაშინ ლეომ კუნთის ტრავმა აიკიდა და დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწია. სწორედ იმ სეზონისა, რომელშიც ფრანკ რიიკარდის ბიჭებმა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
ორი წლის შემდეგ კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკთან" მატჩში მესიმ კიდევ ერთხელ მიიღო მსგავსი დაზიანება და 6 კვირის გამოტოვება მოუხდა. ამავე სეზონში არგენტინელი კიდევ ერთხელ დაშავდა "მესტალიაზე" "ვალენსიასთან" მატჩში და ერთი თვე გაუცდა.
ძვლის მოტეხილობა
ყველაზე სერიოზული ტრავმა არგენტინელმა "სარაგოსასთან" შეხვედრისას მიიღო 2006 წელს, როდესაც მარცხენა ფეხის ძვალი გაიბზარა და სამი თვე მოუწია ფეხბურთთან დამშვიდობება.

ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]